სროლა და დაპირისპირება მარნეულის ცენტრში - დაჭრილია ორი ადამიანი

გამოქვეყნდა:

სროლა იყო ცოტა ხნის წინ მარნეულის ცენტრში, სადაც ორი კაცი დაჭრეს. დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როცა დაზარალებულები ერთ ერთ ოჯახში სამძიმრიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ორივე დაჭრილი მარნეულის საავადმყოფოში გადიაყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა სავარაუდოდ კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება, თუმცა მათ კამერებთან ღიად საუბარი არ სურთ. 

"ჩემი შვილი სამძიმრიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას და მის მეგობარს თავს დაესხნენ, ორივე დაჭრეს, ასე გავიგე და გამოვიქეცი საავადმყოფოში, ზუსტად მეც არ ვიცი რა მოხდა. ახლა მეუბნებიან, რომ შენ შვილს ოპერაცია დასჭირდება თუმცა კარგად არისო, მტერი ყავდა თუ არა არ ვიცი", - ამბობს დაზარალებულის დედა.

ექიმის ინფორმაციით, ორივე დაჭრილს დაზიანება ქვედა კიდურების არეში აქვს მიყენებული, მათ სიცოცხელს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზინების მუხლებით დაიწყო. 236 118 

ფაქტზე დაკავებული ჯერ არავინაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი