ბოდბისხევში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა - დაშავდა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდნისხევში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. ქშუტაშვილების სახლში, ნგრევა ბუნებრივი არის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავდა 72 წლის ქალი, რომელიც  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ჯანმრთელობის დამძიმების გამო დაშავებული, თბილისში, დამწვობის ცენტრში გადაიყვანეს. 

"პაციენტი შემოვიდა, აღენიშნება დამწვრობა მთელ სხეულზე, სავარაუდოდ, 45% იყო პირველი, მეორე, მესამე ხარისხის დამწვრობაც კი. ამიტომ საჭიროდ ჩაითვალა, პაციენტის გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში, დამწვრობის ცენტრში. ზოგადი მდგომარეობა პაციენტის მძიმეა", - ამბობს ექიმი. 

ოჯახის წევრების თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ხანდაზმული ქალი გაზქურის ანთებას ცდილობდა და ამ დროს დაგროვილმა ბუნებრივმა აირიმა გაჟონა. 

შემთხვევის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი. ადგილზე ექსპერტ კრინალისტებს ელოდებიან, რომლებმაც უნდა დაადგინონ, რა გახდა აფეთქების რეალური მიზეზი. 

შინაგან საქმეთა საინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი