საპროტესტო აქცია ლილოში -  მოვაჭრეები ბაზრობის გახსნას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია ლილოს დასახლებაში - უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოვაჭრეეები დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეების თქმით, ბაზრობებზე დასაქმებული ათასობით ადამიანი ყველაზე მძიმე დღეში აღმოჩნდა.

"საქართველოში ყველანი ვართ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ფაქტიურად დღესაც, რომ არ გაგვხსნეს ჩვენ უკვე სიღარიბის ქვემოთ ვიქნებით და სახელმწიფოს მივმართავ, რომ გონს მოეგოს იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება რეალური ნაბიჯები", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 24 დეკემბერს, ქუთაისშიც ე.წ კეჩის ბაზრობის თანამშრომლები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრის გახსნას, რეგულაციების გადახედვასაც მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 24 დეკემბერიდან, 2 იანვრის ჩათვლით, მხოლოდ სავაჭრო ცენტრებს აქვთ უფლება, მუშაობა განაახლონ. 

ახალი რეგულაციის მიხედვით, მკაცრად აკრძალულია სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელთა გადაჭარბებული რაოდენობის დაშვება. 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ერთი მომხმარებელი უნდა იმყოფებოდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი