ორგანიზაცია "საფარში" პროკურატურის მხრიდან გულგრილობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სექსუალური ძალადობის საქმეებს საგამოძიებო უწყება არ იძიებს.
საფარის წევრების თქმით, შოთაძის უწყებას თაროზე აქვს შემოდებული კონკრეტული ფაქტებით გამყარებული კონკრეტული შემთხვევები და ამ გულგრილობას უკვე სისტემური ხასიათი აქვს. "საფარში" დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ და საგამოძიებო უწყებას მოუწოდებენ, გამოუძიებელ საქმეებზე სათანადო ზომები მიიღოს.