ჯანდაცვამ სასუნთქი აპარატების ნაცვლად, ხვრინვის აპარატები იყიდა - ბრძოლა კოვიდთან

გამოქვეყნდა:

კორონავირუსთან ბრძოლას ქართული ოცნების ხელისუფლება ხვრინვის საწინააღმდეგო აპარატებით აპირებს. 

სამედიცინო ტექნიკა რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდ მიმღებ კლინიკებს გადაეცემათ, სწორედ ძილის აპნოესთვისაა განკუთვნილი. 

აპარატი არა ჟანგბადის, არამედ ოთახში არსებული ჰაერის ნაკადის წნევით მიწოდებას უზრონველჰყოფს ფილტვებში.

ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე კლინიკამ ტექნიკის მიღებაზე უარი თქვა, ისინი კი ვინც ყოველდღიურად უკვე იყენებენ, აღიარებენ რომ აპარატი მძიმე პაციენტებისთვის არ გამოდგება. 

ცნობილი რეანიმატოლოგი, ვახტანგ კალოიანი არ აპირებს პაციენტებს ამ მოწყობილობებით უმკურნალოს და ერთის მხრივ ვირუსის გავრცელების კერა შექმნას კლინიკაში, მეორეს მხრივ კი პაციენტების მდგომარეობაც დაამძიმოს. 

ექიმების მეორე ნაწილი მიიჩნევს რომ პაციენტების გარკვეულ კატეგორიას აპარატი შესაძლოა მართლაც დაეხმაროს, თუმცა იქვე მაღალ რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას. 

ერთი შეხედვით უწყინარი აპარატი, რომელსაც აპნოეს სამკურნალოდ სახლშიც კი იყენებენ, კოვიდ 19-ის შემთხვევაში შესაძლოა ტრაგიკულად დასრულდეს.  

ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი კი პირდაპირ ამბობს რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მორიგი გაუაზრებელი შესყიდვით ამჯერად ფულთან ერთად იმ ადამიანების სიცოცხლეც გაფლანგა, ვინც ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი