ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 313 გახდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 515 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 218 724
  • გამოჯანმრთელებულია - 196 220 
  • გარდაცვლილია - 2 313
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 396
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13 655, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  6 747, PCR ტესტით - 6 747;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 969

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 79 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 56 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,7 მილიონზე მეტი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი