დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში დააფიქსირეს განსაკუთრებულად არ უნდა გვაშინებდეს.
"იმაზე სწრაფი გავრცელება, რაც ჩვენ გვქონდა დაახლოებით სამი კვირის წინ ძნელად წარმომიდგენია იმ ახალ შტამსაც კი, რომ ჰქონდეს. მთავარი იმ ახალ შტამთანაც რჩება იგივე ეს არის პირბადე და დისტანცია სხვა გზა მსოფლიოში ჯერ არარსებობს რომ გავრცელების სისწრაფე შენელდეს, ასე რომ გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის, ისედაც საკმარისია რაც ცირკულირებს", - თქვა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძის თქმით, დიდი განსხვავება ახალ და ძველ შტამს შორის, მაშინ, როცა 3-4 კვირის წინ საქართველო კორონავირუსის გავრცელებით მსოფლიოში პირველი იყო, არ არის. მისი თქმით, თუ პირბადის ტარება 95%-მდე გაიზრდება და დავიცავთ დისნატციას, რაიმე დამატებითი შეზღუდვა საჭირო აღარ იქნება.