ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრე ამტკიცებს, რომ საგადასახადოს თანამშრომელმა ჩანთიდან ფული ამოაცალა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, საკოლმეურნეო ბაზრის ერთერთი მოვაჭრის მტკიცებით, შემოწმებაზე მოსულმა საგადასახადოს თანაზმშრომელმა ჩანთიდან ფული ამოაცალა. 

მოვაჭრეს ბაზრის გასასვლელთან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და ელკექტროსაქონლის მაღაზია აქვს. მისი თქმით, ამჯერად მას 20 ლარი ამოაცალეს, თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა საგადასახადოს თანამშრომლებს ქურდობაში ამხელენ. 

ამ ჩანთაში მედო ფული, შემოვიდნენ და უნდა შევამოწმოთ მაღაზიაო, რამე ხომ არ გაქვს მაღაზიაში ისეთი საქონელი, რომლის გაყიდვის უფლება არ გაქვსო, გავედი მე და როცა შემოვედი უკან და ესენი გავიდნენ, ფული მოვიძიე, მაგრამ არ იდო... ბევრი არ იყო, 20 ლარი... როვა გამოვეკიდევ და ვუთხარი, მითხრეს, ცილს მწამებო... - ამბობს მოვაჭრე.

კიდევ ერთი მოვაჭრე ჰყვება, რომ მას კლიენტმა მოუტანა ფული, რომელიც ჩანთაში შეინახა და სწორედ მაღაზიის შემოწმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ 150 ლარი გამქრალი იყო. საგადასახადოში კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო შსს-დან მედიას, ტრადიციულად, პრესცენტრისკენ ამისამართებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი