ცხოვრება ძვირდება ყველგან, სიღარიბე ჩვენი მოცემულობაა – "ოცნება" დენის ფასის ზრდაზე

გამოქვეყნდა:

 ელექტროენერგიის მოსალოდნელ ფასის ზრდას , მოსახლეობაში ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა, "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ცხოვრება ძვირდება ყველგან და სიღარიბე საქართველოს მოცემულობაა.

"ცხოვრება ძვირდება ყველგან, ცხოვრება ძვირდება მთელს მსოფლიოში, საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი რომელის არის ღარიბი, რომელსაც უჭირს, ეს არის ჩვენი მოცემულობა და რეალობა, სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით, თუმცა ის, რომ ელექტროენერგია რამდენი თეთრით გაძვირდება და რამდენით არა, ეს მე არ ვიცი, იმიტომ რომ, მე არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი" – ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე

ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ დენზე ტარიფის ზრდა გარდაუვალია, რისი ერთერთი გამომწვევი მიზეზი გაუფასურებული ლარი და გაზრდილი საგარეო ვალია. მათი თქმით, დენის დღევანდელი ტარიფიც არასამართლიანია და სოციალურად დაუცველ ადამიანებს არ ერგება.  

ექსპერტების თქმით, საქართველო ენერგოდეფიციტის რისკის და "შევარდნაძის ეპოქაში" დაბრუნების რისკქვეშაა.

დენი, შესაძლოა, 8 თეთრით გაძვირდეს - ენერგეტიკოსების თქმით, თუ ტარიფი არ მოიმატებს ენერგოკომპანიები გაკოტრდებიან.

აქვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბუნებრივი აირის ფასიც იზრდება  – გაზი ძვირდება - ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი