სახალხო დამცველი N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნები აიკრძალა, პატიმრების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
ომბუდსმენის ინფორმაციით, მესამე დაწესებულებაში ხშირია თვითდაზიანების, შიმშილობის, თანამშრომელზე თავდასხმის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებიც,
დაწესებულებაში არსებული პატიმართა შედარებით მცირე კონტიგენტის მიუხედავად, ხშირია თვითდაზიანების, შიმშილობისა თუ თანამშრომელზე თავდასხმის შემთხვევები. ამასთანავე, N3 დაწესებულებიდან მაღალია პატიმართა მომართვიანობა სახალხო დამცველის აპარატში, საიდანაც სხვა დაწესებულებებთან შედარებით საშუალოდ ერთ პატიმარზე ყველაზე მეტი განცხადება შემოდის. 2020 წლის პირველ ნახევარში შემოსული განცხადებებიდან ორ შემთხვევაში, მსჯავრდებული მიუთითებდა ფიზიკურ ძალადობაზე, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო ათ შემთხვევაში საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე" - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია, რომ მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში,
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შეჩერდა ექიმ-სპეციალისტთა და ფსიქიატრის ვიზიტები, შესაბამისად შეჩერებულია სუიციდის პრევენციის პროგრამაც
დაწესებულებაში ფსიქო-სოციალური მხარდამჭერი სერვისების და სიტუაციის მართვის სხვა რესურსის არარსებობის ფონზე, ადმინისტრაცია ხშირად იყენებს იზოლაციის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა პატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსება, სადაც არსებული პირობები კიდევ უფრო ამძიმებს პატიმართა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რაც პატიმრების მხრიდან დასჯად აღიქმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი წლებია რაც პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსებას სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობად აფასებს" - ნათქვამია ანგარიშში.
ირკვევა, რომ მონიტორინგი ომბუდსმენის ოფისმა მესამე დაწესებულებაში 2020 წლის 12-13 ივლისს ჩაატარა და უკვე მომზადებული ანგარიში პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს 5 ნოემბერს გადაუგზავნა, თუმცა სახალხო დამცველის აპარატისთვის ამ დრომდე არ უცნობია პენიტენციურის ხელმძღვანელს, რა პოზიცია აქვს რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე. სახალხო დამცველი სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.