თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს-გავრცელებული ინფორმაციით, მას პოლიციის უფროსის მოადგილემ ესროლა

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი მოკლეს

ზედა კიდურის არეში დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა.

თვითმხილველების  ინფორმაციით, ისინი ერთერთ ადგილობრივთან სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც უკვე მკვლელობა მოჰყვა.

ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები იმყოფებიან.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი