17 წლის მოზარდი, რომელიც 21 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დღეს დაკრძალეს.
გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე არასრულწლოვანს შელაპარაკება უცნობ, 45 წლის მამაკაცთან მაღაზიაში მოუვიდა, რომელი, მათი ვერსიით, მოზარდს გამიზნულად დაეჯახა.
"როგორც ვიცი, მოტოციკლეტით ყოფილა ბავშვი წასული - ეს ადამიანი, რომელიც რამდენიმეჯერმე ნასარმართლევი ყოფილა, შეწყალებით გამოსული, გამოკიდებია, ეს არის მიზანმიმართულად გამოკიდებული ადამიანი, რომელმაც მის მოტოციკლეტს დაარტყა და წამში მოკლა ბავშვი", - ამბობს ოჯახის ახლობელი
როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება დაწყებულია 276-ე და 128-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დაშავებულის განსაცდელში მიტოვებას.