ესებუა ისევ გაიქცა, ამჯერად სავარუდოდ, თანამზრახველთან ერთად. სოფელ ყულიშკართან ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ვახტანგ გომელაურის უწყება დღემდე დუმს.
20 დემბერი - 21 საათი და 40 წუთი. სოფელ გრიგოლიშში უკვე კომენდანტის საათია, შალვა გულუა სამუშაოდან ახალი დაბრუნებულია და სავარაუდოდ, სახლიდან გასვლის გეგმაც უკვე მზად აქვს. ამზადებს სანადირო იარაღს, სახლში ტოვებს მობილურ ტელეფონს, რომელსაც ელემენტსა და სიმბარათს აცლის, ჯდება ავტომობილში და მიდის, ისე რომ არ აფრთხილებს დედას, სად მიდის და როდის დაბრუნდება.
გულუას სახლიდან ათეული კილომეტრით დაშორებულ ტყეში ერთი შეხედევით სრული სიმშვიდეა, მან ჯერ არ იცის, რომ მის გადაადგილებას სპეცრაზემელები აკონტროლებენ. მალე ყულიშკარის ტყეში სპეცოპარეცია იწყება და გულუას ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადადის.
სროლის და აფეთქების ხმა სოფელში ყველამ გაიგო, თუმცა, გომელაურის უწყება მომხდარზე არ საუბრობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ შემთხვევა ავტოავარიას უკავშირდება. თუმცა,ყულიშკარში კამერის მიღმა ყვებიან, რომ შალვა გულუას ბადრი ესებუა გადაჰყავდა და სპეცრაზმი მათ სწორედ ამიტომ ჩაუსაფრდა. ძალოვენბი ფაქტს მხოლდო იმიტომ მალავენ, რომ ესებუა ამჯერადაც გაექცათ. არავინ იცის, სად არის ახლა 26 წლის შალვა გულუა. ეჭვსა და უმარავ კთხვას აჩენს ეცხლსასროლი იარაღის ტყვია, რომელიც გულუას ავტომობილს სწორედ სპეცოპარციისას მოხვდა.
ოჯახი, რომელმაც გასროლის ხმაც გაიგო და ნახა, რა მოხდა სინამდვილეში, ხასიები არიან. შემთხვევის ადგილი სწორედ მათ ეზოს გადაჰყურებს, შემთხვევის ადგილამდე მისვლა მათი სახლის გვერდის ავლით შეუძლებელია.ხასიებმა კარგად იციან რა მოხდა 20 დეკმებრის ღამეს სოფელ ყულიშკარში. სამართალდამცავებმა პაატა ხასიასა და მის ოჯახს საუბარი უკვე აუკრძალეს, ამიტომ კამერებთან საუბარი არ სურთ, ამტკიცებენ, რომ არაფერი არ იციან. პაატა ხასიას დედამ კამერასთან მხოლო რამდენიმე წინადადება მეგრუალდ თქვა.
შემთხვევის ადგილიდან, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ტყისკენ მიმავალ გზაზე ახალი გათხრილი სამარხია, რომელშიც იარაღით მოკლული საქონელი ვიპოვეთ. სავარაუდოდ, პირუტყვი იმ ღამეს სპეცრაზმელებს შემოაკვდათ. მომხდარის შესახებ სოფელში ყველამ იცის, თუმცა ღიად ვერ საუბრობენ.
ბადრი ესებუას დასაკავებლად მომზადებული სპეციალური დანიშნულების რაზმი "მთავარმა არხმა", სოფელ ხამისკურში შემთხვევამდე ორი დღით ადრე გადაიღო, კადრებიდან დგინდება, რომ სამმართალდამცავები ბადრი ესებუას დაკავებისთვის ემზადებიან. ამ დღეს სპეცრაზემელები თბილისიდან მიავლინეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, თვალთვალის მთავარი სამიზნე ჯიხაშკარიდან - ზუგდიდის, სენაკისა და ჩხოროწყუსკენ მიმავალი გზები იყო. თუმცა, საგანგებოდ მომზადებულმა სპეცრაზმელებმა ვერც ბადრი ესებუას დაკავება შეძლეს და მეტიც, ვერც მის კვალზე გავიდნენ.
"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სწორედ შალვა გულუაა ის პირი, რომელსაც საკუთარი ავტომობილით, ძებნილი ბადრი ესებუათვის საკვები უნდა მიეტენა, შემდეგ კი, დანიშნულების ადგილზე გადაეყვანა. ესებუამ გაქცევისს გეგმა ახლაც კარგად დაგეგმა, შეარჩია ისეთი თანასოფლელი, რომელსაც კომენდანტის საათის დროს ავტომობილით გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლო. შალვა გულუა დისტრიბუტორი იყო და ღამით გადაადგილებისთვის საშვი ჰქონდა.
გაუჩინარებული შალვა გულუას დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილს ბადრი ესებუასთან ურთიერთობა არასდროს არ ჰქონია. სწორედ ნუნუ ხუფენიამ ნახა შვილი სახლიდან გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, თუმცა, გულუას დედისთვის არ უთქვამს, რომ სახლიდან გასვლას აპირებდა. დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ყულიშკარში სანადიროდ წავიდა. დედის არგუმენტს ეჭვქვეშ აყენებს ის, რომ შალვა გულუამ სანადიროდ არც მონადირე ძაღლი გაიყოლა და მობილური ტელეფონიც სახლში დატოვა.
ოჯახი ამტკიცებს, რომ ბადრი ესებუა და შალვა გულუა ერთამენთს იცნობენ, რადგან ორივე ერთი სოფლის ყულიშკარის მკვიდრია, თუმცა, ახლო მეგობრობა არასდროს ჰქონიათ. ოჯახი არ გამორიცახვს იმასაც, რომ ძებნილმა ესებუამ ახალგაზრდა იაღარის მუქარით წაიყვანა.
ირაკლი ფაცაციაა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი. "მთავარი არიხის" ინფორმაციით, სოწორედ მისი დავალებით გააფრთხილეს სოფელში ყველა, რომ "მთავარ არხთან" არ ესაუბრათ. შალვა გულუას გაუჩნარებიდან სამი დღე ისე გავიდა, რომ პოლიციას მის ადგილსამყოფელი არ მოუკითხავს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხმდარით "მთავარი" დაინტერესდა, ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში შალვა გულუას დედა და ოჯახის წევრები დაიბარეს. რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ ნუნუ ხუფენიას ჩვენთან დეტალებზე აღარ უსაუბრია, პოლიციის შენობიდან გამოსული დედა დამშვიდებული იყო და გვიმტკიცებდა, რომ ისევ არ იცოდა მისი შვილის ადგილსამყოფელი.
ბუნდოვანი გამოძიება და პასუხ გაუცემელი კითხვები, სამმართალდამცავებს ბადრი ესებუა უკვე მეხუთედ გაექცათ, ახლა მასთან ერთად შალვა გულუაც გაუჩინარდა. პოლიცია მათ კვალზე არ გასულა, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გულუა უკვე დააკავა და ამბავს საგულდაგულოდ მალავს.