შეჯახება აბაშა-სენაკის ცენტრალურ გზაზე, არსებული ინფორმაციით, "Jeep"-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რა დროსაც მორიგე საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო პარტულის თანამშრომელმა, რომელსაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება ადგილზევე გაუწია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.