ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს - ის "ალფა პვპ"-ს კოსმეტიკის კოლოფებში ინახავდა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა - ამოღებულია ნახევარ კილომდე ნარკოტიკი "ალფა პვპ". 

"1981 წელს დაბადებული ს.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები: ნახევარ კილომდე "ალფა პვპ," ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება “ალფა პვპ”-ს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა"

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი