წლიდან წლამდე ამ დღეს ველოდებით... - დაპირისპირება პოლიციასა და გარემოვაჭრეებს შორის

გამოქვეყნდა:

ხმაურის ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე - რეგიონებიდან ჩამოსულ მოვაჭრეებს პოლიცია დახლების აღებას აიძულებდა, რა დროსაც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მიუხედავად უწყების წინააღმდეგობისა, დაშლას არ აპირებენ. ისინი ადგილზე კახა კალაძის მისვლას ელოდებიან. 

  • "ჩამოტანილი გვაქვს სოფლის ნობათი და არ გვიშვებენ, გვიკრძალავენ. ჩვენი ნატურალური ხორცი ღირს 12 ლარი, მაგრამ კარფურში შემოტანილი ღირს 22 ლარი და ის უნდა გაიყიდოს. აქ ხალხზე და კორონაზე კი არაა ფიქრი, თავიანთ ბიზნესებზე საუბარი აქ"
  • "წლიდან წლამდე ამ დღეს ველოდებით, რომ ოჯახში რაღაც შევიტანოთ..." 
  • "აღდგომა დღე და ახალი წლები გვაქვს - ესაა ჩვენი შემოსავალი. ვწვალობ, ცოლ-შვილს ვინახავ ამით, ერთადერთი შემოსავალია" - ამბობენ გარემოვაჭრეები

მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რისი უფლებაც პოლიციელებმა არ მისცეს. 

რა გაიხსნა და რა არ გაიხსნა 24 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით - სრულად

 

ცნობისთვის, სამეცნიერო კვლევები ცხადყოფს, რომ ღია სივრცეში კორონავირუსის გავრცელების ძალიან ცოტა შემთხვევა გამოვლინდა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი