COVID-19 🦠რა იხსნება და რა არ იხსნება 24 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით - სრულადგამოქვეყნდა: სამშაბათი, 22 დეკემბერი, 2020 - 15:02
მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება. კერძოდ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით აკრძალულია: მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება დიდ ქალაქებში; საქალაქთაშორისო ტრანპორტით გადაადგილება; ბაზრობების ფუნქციონირება; აკრძალულია სავაჭრო ცენტრებში კვების ობიექტების ფუნქციონირება; რესტორნების ფუნქციონირება. მხოლოდ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ 21:00-მდე; აკრძალვად რჩება გადაადგილება 21:00-დან 05:00-მდე. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ნებადართულია: აგრარული ბაზრების ფუნქციონირება; სავაჭრო ცენტერების გახსნა, თუმცა ახალი რეგულაციების ფონზე; 31 დეკემბრისა და 7 იანვრის ღამეს გადაადგილება კომენდანტის დროს; 21:00 საათამდე სასტუმროების რესტორნების ფუნქციონირება;