მარნეულის მოსახლეობა კოვიდრეგულაციების დარღვევაზე საუბრობს - ადგილობრივი აქტივისტები ამბობენ, რომ მკაცრი აკრძალვების მიუხედავად, ხალხი დაკრძალვებსა და სახლებში ჩატარებულ ქორწილებში იკრიბება. ამასთან, სოფლებში ჩაიხანებიც მუშაობს.
მარნეულელი აქტივისტები ხელისუფლებისგან კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ, რათა ის კიდევ ერთხელ არ გახდეს ეპიდაფთქების კერა.
შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მეორე "ლოქდაუნი" 28 ნოემბერს ამოქმედდა.