სამტრედიაში, სოფელ კორმაღალში მეზობელმა მეზობელი მისივე საცხოვრებელ სახლში მოკლა. 30 წლის კაცმა, 53 წლის კაცი სანადირო თოფით დაჭრა, თუმცა, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ბრალდებული პოლიციამ დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.