კორონავირუსის ვაქცინის პოპულარიზების კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით გერმანელი პილოტმა სემი კრამერმა ევროპის თავზე თვითფრინავით 200 კილომეტრი რადიუსის შპრიცი მოხაზა.
20 წლის პილოტი ამბობს, რომ მოსახლეობა ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს ვაქცინაციას და ამ პერფორმანსᲘთ ის ეცადა, კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ადამიანებისთვის ვაქცინის მნიშვნელობა.
"ალბათ ეს გასახალისებელ ნიშნადაც გამოდგება ავიაციის ინდუსტრიისთვის, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა", - დაამატა პილოტმა.
გერმანიაში ვაქცინაცია ოფიციალურად კვირას დაიწყო. ქვეყნის მთავრობა 2020 წლის დამთავრებამდე მოსახლეობაში ვაქცინის 1.3 მილიონი დოზის გავრცელებას გეგმავს.
ვაქცინაცია ასევე დაწყებული ბრიტაეთსა და შტატებში.