დაკარგული 1 წელი - 2020 როგორც არარსებული

გამოქვეყნდა:

ყველაფერი ჩინეთიდან დაიწყო მანამ სანამ პირველი ინფიცირებული 26 თებერვალს საქართველოში აზერბაიჯანის გავლით არ შემოვიდა.

მანამდე ვირუსი ჩვენთვის როგორც ძველ ანდაზაშია მხოლოდ სხვისი ჭირი იყო.

ადამიანები კი ვუჰანიდან საშინელ პანდემიაზე გვიყვებოდნენ. ვირუსი ევროპაშიც შევიდა და მოედო მსოფლიოს, ჩვენ კი ტელევიზორით ვადევნებდით თვალყურს ვუჰანში მიმდინარე პროცესებს და საერთო სურათს როგორც კინოს ნაწილად აღვიქვამდით. 

ვერ აღვიჭურვეთ, დროულად ვერ მოეწყო კოვიდ სივრცეები, საავადმყოფოებში არ იყო გამწოვი სისტემა რაც ინფიცირების შიდა კერებს ზრდიდა. 

26 თებერვალს შემდეგ დაიკეტა და გაჩერდა ყველაფერი, ქალაქები სოფლები რაიონები, სკოლები გასართობი თუ სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები ტრანსპორტი, დავხურეთ ქვეყანა და ეკონომიკამაც გამოუსწორებელი დარტყმა მიიღო. 

მივუხალოვდით არჩევნებს და მართვის სტრატეგიაც შეიცვალა. გავხსენით ყველაფერი წავედით ზღვაზე და მაშინ როცა ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში ეპიდ აფეთქების ცენტრი რუსეთი გახდა, ყაზბეგის გავლით მივიღეთ რუსი ტურისტები აჭარაში. 

მხოლოდ რუსებზე არ გავჩერდით, გავხსენით დენდროლოგიური პარკი და იქაც ავიზილეთ.

არჩევნები ახლოვდებოდა და გასაფრთხილებელიც მხოლოდ ერთი კაცი იყო. დავუსპირტეთ გავუწმინდეთ და ისიც დარჩა კიდევ 4 წლით. 

მაშინ როცა გარდაცვლილთა რაოდენობა 50-ს ასცდა ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 4 ათას, არჩვენების შედეგებიც გამოცხადდა. 

ახლა მშვიდად შეიძლებოდა ისევ შეზღუდვების დაწესება და დავკეტეთ ყველაფერი მაგრამ ვირუსმა აღარ გვაპატია. 

ჩვენს გარშემო უკვე ადამიანები იღუპებოდნენ, თითის გაშვერისთვის გამოსავალი ყოველთვის არსებობდა- ოპოზიცია. 

კორეა -იაპონია უკვე საუბრობენ მესამე ტალღაზე, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნება ვიდრე პირველი ორი და ეს მაშინ როცა ჩვენთან საუბრობენ რომ ჯერ მხოლოდ პირველი ტალღა გადავიტანეთ.

ვაქცინაცია მსოფლიში უკვე დაიწყო, ჩვენ კი ვუკვეთავთ რემდესივირს, რომელზეც ტესტი მსოფლიომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაიარა და თქვეს რომ ის არ გამოდგება კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

რაშიც ვივარგეთ იყო კორუფცია, რემდესივირამდე იყო, პირბადეები კერძო სასტუმროები, თუ კლინიკები რომელზეც მილიონები დაიხარჯა რომელიც მსოფლიომ ჩვენთვის გამოყო. 

მაგრამ დღეს ვაქცინაა საჭირო რომელზე აცრებიც ევროპამ უკვე დაიწყო ისე ფაქტია ვერასდროს გავარღვევთ ვირუსის მკვლელ წრეს. 

სანამ ჩვენი გამოსავალი ლოქდაუნია, ვირუსი მუტაციას განაგრძობს, ახალი ტიპის სიმპტომები ბრიტანეთში უკვე დაფიქსირდა. აიკრძალა ფრენები და იქვე დაიკეტა, თუმცა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დანანებით აღნიშნა რომ უკვე გვიანია, ის არამარტო ბრიტანეთს არამედ შესაძლოა ევროპასაც გასცდა. 

მუტირებული ვირუსზე 4 ადამიანის ანალიზს ელოდებიან ჩვენთანაც. ბუწაშვილი ამასობაში კი ციფრები ყოველდღიურად იზრდება, დღეს ვირუსმა 81 მილიონს მიაღწია, გარდაცვლილი კი მათ შორის თითქმის ორ მილიონამდეა. 

საქართველო კი ამ ციფრში მოსახლეობის მაჩვენებლით სამწუხაროდ ერთერთი მოწინავეა. როდის შეიცვლება ინფიცირებულთა სტატისტიკა რა მდგომარეობაა ამ წუთას ქვეყანაში. სახელმწიფო არა მაგრამ ამაზე ილიას უნივერსიტეტში პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. 

ამასობაში კი ყოველდღიურად გარდაცვლილი ადამიანების მიმართ ჩვენი ემპათია ნელ - ნელა ციფრებში ჩაიკარგა, პირველი გარდაცვლილიდან მალევე მივიღეთ, 100...200 სი...1000 იი 2000 ათასი. 

შევეჩვიეთ უბრალო ციფრებს რომელიც ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. 

ჩემი სიკვდილის მიზეზია კოვიდ 19 -  ასე ჰქვია პროექტს რომელსაც ნინო თარხნიშვილი რადიო თავისუფლებაში აკეთებს, ადამიანები რომლებიც კოვიდმა იმსხვერპლა, ადამიანები რომლებთან გამომშვიდობებაც ვერ მოვასწარით, ყველაფერი მათზე ვინ იყვნენ რას საქმიანობდნენ.

2020 წელი როგორც არარსებული - ასე შეაფასა ჟურნალმა TIME-მა წლის შემაჯამებელი ნომრის ყდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი