ერთპარტიული პარლამენტი დღეს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

გამოქვეყნდა:

ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, 29 დეკემბერს კი პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გავა.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გარეშე წარიმართება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტი არ არის მორგებული ხალხზე და იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანას მომავლი წლისთვის ექნება. 

"ეს არის გადამწყვეტი წელი პანდემიასთან ბრძოლისა, სადაც უამრავი ადამიანი დარჩება, საუბედუროდ, უმუშევარი და მშიერი. მათ სჭირდება ახლა დახმარება და ბიუჯეტში ასეთი ხარჯები უნდა ყოფილიყო გაწეული ეკონომიისა და უამრავი, თუნდაც, საჭირო ხარჯების შეკვეცით. მივიღეთ, კორუფციული, უსარგებლო და ხელისუფლების ბიზნესზე მორგებული ხარჯები ბიუჯეტში",- ამბობს რომან გოცირიძე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერთპარტიული პარლამენტისთვის ბიუჯეტის ჩაბარება გაფლანგულ მილიონებს ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვაც დღეს დაიწყება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი