პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს.
კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ 44 მუხლს შეეხება, მათ შორის, ნარკოდანაშაულს, ქურდობას, ფალსიფიკაციას, ქონების დაზიანებას და სხეულის დაზიანების ზოგიერთ კატეგორიას.
ის არ გავრცელდება პოლიტპატიმრებზე, მათ შორის, არც "მთავარი არხის" დამფუძნებელზე გიორგი რურუაზე, რომლის საქმეზეც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიცილების ჩვენებები, რომელთა საფუძველზეც საქმე აღიძრა, ნაკლებად სანდოა და დაუშვებელია ის გამამტყუენებლ განაჩენს ედოს საფუძვლად.