Worldometers: მილიონ მოსახლეზე ინფიცირებით საქართველო მე-9-დან მე-8 ადგილზე ავიდა

გამოქვეყნდა:

მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო მსოფლიო ქვეყნების ათეულშია - 23 დეკემბერს მე-9 ადგილს იკავებდა, ახლა კი მე-8-ზეა.

სიაში აშშ მე-6 ადგილს იკავებს და თუ მილიონ მოსახლეზე შტატებში ინფიცირების 58 965 შემთხვევა ფიქსირდება, საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი არც თუ ისე განსხვავებული - 55 604-ია. 

რაც შეეხება ევროპასა და კორონავირუსისგან ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს, აღნიშნული მაჩვენებლით ესპანეთი 24-ე ადგილზეა, საფრანგეთი 26-ზე, იტალია 35-ზე.

ჩინეთი კი, საიდანაც ვირუსი მსოფლიოში 1 წლის წინ გავრცელდა, 207-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი