დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით მთავრობას აქვს მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთანაც, თუმცა უშუალოდ ვაქცინის მომწოდებლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
"ჯერ ვერავინ ვერ იტყვის, ვისგან შემოვა ვაქცინა. "კოვაქსზე" როგორც გვაქვს ინფორმაცია, სადაც ჩვენ ფული გვაქვს გადახდილი, იქნება დაახლოებით 5-6 ვაქცინა, რომელსაც მისცემს დასტურს გამოყენებაზე "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია", შესაბამისად, ჩვენ იმ პირობით გვაქვს ფული გადახდილი, რომ ამ 5-დან შეგვეძლება არჩევა.
მეორე გზა გახლავთ ბილეტარარული მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნებთან, რომლებმაც მიიღეს Pizer/Moderna-ს ვაქცინა, მალე დაეწევა მათ "ასტრაზენეკას" ვაქცინაც და ევროკავშირის ქვეყნებიდან რომ გარკვეული რაოდენობა "კოვაქსამდე" იქნას მიღებული. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ჩინეთთანაც, რომელსაც 2 ვაქცინა აქვს წარდგენილი დასტურისთვის და შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ალბათ, არ იქნება მხოლოდ ერთი ვაქცინა", - ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძის თქმით, აცრა ნებაყოფლობითია და პირველად მას სამედიცინო პერსონალი და მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები გაიკეთებენ.
"ეს არის ნებაყოფლობითი აცრა და პირველი ჯგუფი იქნებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ასევე, მოხუცთა სახლში მყოფი ადამიანები. ამას მოყვება მერე 75 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 65-ზე ზემოთ, შემდგომ 55-ზე ზემოთ სხვადასხვა თანმხლები დაავადებებით და ა.შ.", - ამბობს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 766 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეს დადასტურებული 538 ახალი შემთხვევიდან 257 თბილისიდანაა, 68 - აჭარიდან, 55 - იმერეთიდან