დღეს დილით მარნეულის სოფელ ყიზილაჯილოს ტერიტორიაზე 62 წლის მამაკაცის ცხედარი სამარშრუტო მიკროავტობუსში იპოვეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი მარნეულის ბაზარში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაყიდად მიდიოდა, რა დროსაც უეცრად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
შემთხვევის ერთერთი მიზეზად აირის გაჟონვა სახელდება.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები იყვნენ მისულები. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.