"აბა, სესხს ვინ გადაგვიხდის ჩვენ" - ქუთაისის ბაზრობაში თვითდასაქმებულები პროდუქციას ტროტუარებზე ყიდიან

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ბაზრობების დახურვის შედეგად შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და თავიანთ პროდუქციას ღია ცის ქვეშ ყიდიან. ვიწრო ტროტუარის გამო, დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. 

"მარტო "გრანდ მოლს" უნდა რომ ივაჭროს, სხვას ჭამა არ უნდა? ჩვენ ცოდოები არ ვართ? მაღაზია დაკეტილი გვაქვს და ბაზრობები. ბანკები გვაქვს და აბა როგორ გადავიხადოთ, სესხს ვინ გადაგვიხდის ჩვენ", - ამბობს ერთერთი გარმეოვაჭრე.

შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს ხელისუფლებამ სავაჭრო ცენტრებს მუშაობის საშუალება მისცა, თუმცა, ბაზრობაში დასაქმებულ პირებს ამ დრომდე მუშაობა ეზღუდებათ.

ცნობისთვის, სამეცნიერო კვლევების მიხედვით, ღია სივრცე კორონავირუსის გავრცელებისთვის დახურულ სივრცეზე ნაკლებად სარისკოდ მიიჩნევა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი