გაზრდილი ხელფასები შსს-ს და მასწავლებლებს - ერთპარტიული პარლამენტი ხვალ 2021 ბიუჯეტს დაამტკიცებს

გამოქვეყნდა:

ერთპარტიული პარლამენტი ხვალ 2021 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს - ქვეყნის ბიუჯეტს - დაამტკიცებს. ამ წუთებში კი, ბიუჯეტს "ოცნების" დეპუტატები მესამე მოსმენით, ოპოზიციის გარეშე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განიხილავენ.

მთავრობამ შეძლო, რომ პრაქტიკულად ყველა სოციალური საკითხი დატოვა, არავის არ შეხებია, პირიქით, დაემატა და პლუს, მოახერხა, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები, დასავლეთის გზა არის თუ ჩრდილოეთის, სამხრეთის, ახლა კახეთისკენ იწყება, ეს შენარჩუნდა. ხელფასებს რაც შეეხება, გაიზარდა შსს-ში, ეზრდებათ მასწავლებლებს, უმაღლესი თანამდებობის პირებს არ ემატებათ. ჩვეულებრივ, რიგით თანამშრომლებს რატომ უნდა მოემატოთ. აქ არის საუბარი იმაზე, რომ მშპ როგორც იზრდება, იმასთან შეფარდებით რა მდგომარეობაა", - ამბობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე.

ოპოზიციაში კი, ამბობენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტი არ არის მორგებული ხალხზე და იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანას მომავლი წლისთვის ექნება. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი