ივერ მელაშვილს ციხის ადმინისტრაციამ ადვოკატისთვის წერილის გადაცემის უფლება არ მისცა

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს ციხის ადმინისტრაციამ არ მისცა უფლება საკუთარი ადვოკატისთვის წერილი გადაეცა.

ინფორმაციას მელაშვილის უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი ავრცელებს:

"ეხლახანს გამოვედი ციხიდან. N8 დაწესებულების ნაწილის ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს არ მისცა უფლება ჩემთვის, ადვოკატისთვის გადმოეცა საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი, რითაც უხეშად დაარღვია დაცვის უფლება.  ეს მაშინ, როდესაც პროკურატურა მასალებს არ გვაძლევს სრულად, ბრალდებულთან შეხვედრა ბარიერების მიღმა ხდება, ხოლო ადმინისტრაცია უკვე საქმეზე ბრალდებულის წერილობით მოსაზრებების ადვოკატისთვის გადაცემას ბლოკავს", - წერს ედუარდ  მარიკაშვილი 

 შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ექსპერტებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი