ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფორმაცია "მთავარს" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.
NCDC-ის ინფორმაციით, გამყრელიძეს ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად, დღეს დილით დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ის უსიმპტომოა, ამირან გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაშია.