სროლა დიდ დიღომში - დაჭრილია ორი ადამიანი

გამოქვეყნდა:

დიდ დიღომში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარის მიზეზი უცნობია.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება, დიდი დიღმის სასაფლოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ისროდნენ ავტომანქანიდან და სროლა ორმხრივი იყო.

სამართალდამცველებმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ადგილზე მუშაობის საშუალება არ მისცეს.

შსს-ს ჯერჯერობით მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი