ჩამოშლილი ეკონომიკისა და მასიური უმუშევრობის ფონზე გადასახადები გაიზრდა - გამოხმაურებები

გამოქვეყნდა:

ეკონომიკური ექსპერტებისთვის გადასახადებზე ფასის მომატება მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი ამბობენ, რომ მაშინ, როცა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა, პანდემიამ თითქმის სრულად ჩამოშალა, ლარი გაუფასურდა, ტარიფების ზრდა გარდაუვალი იყო.

მათი თქმით, ეს ყველაფერი ჯაჭვურ რეაქციასა გამოიწვევს, ენერგორესურსების გაზრდა ზოგადად ფასებიც გაიზრდება, რაც ყველაზე მძიმედ ისევ და ისევ ყველაზე გაჭირვებულ ფენას დააწვება:

ზრდა მოულოდნელი არ არის, ლარი დასუსტებულია, კომუნალურ მომსახურებას ვინც გვიწევს ხშირ შემთხვევაში ხარჯები აქვთ დოლარში. როცა ტარიფია ფიქსირებული ლარში, არჩევანი აქვთ ან უნდა გაკოტრდნენ, ან მიმართონ მარეგულირებელს, რომ ტარიფი გადაიხედოს - ამბობს გიგა ბედინეიშვილი

1 მილიონი ადამიანი, რომელიც შიმშილის პირასაა და სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, ნიშნავს, რომ ისინი ვერ გადაიხდიან გადასახადებს. ის წარმოებები და ბიზნესები, როლებიც ქვეყანაშია და იყენებენ ენერგორესურსებს, მათი წარმოებაც გაძვირდება, რაც პირდაპირ ნიშნავს სოციალური ფონის დამძიმებას - ამბობს ირაკლი ყიფიანი.

ტარიფების ზრდას "მთავარ არხთან" მოსახლეობაც აფასებს. "მთავარმა" თბილისსა და რეგიონებში, ისედაც სიდუხჭირეში მცხოვრები ადამიანები ჩაწერა, რომლებიც ამბობენ, რომ 1 იანვრიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ახალი გადასახადები შევა ძალაში, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

ელექტროენერგიაზე და წყალზე გადაასახადი სემეკ-მა დღეს გააძვირა. 


 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი