დენის შემდეგ, თბილისში, რუსთავში და მცხეთაში, წყლის ტარიფიც გაძვირდა

გამოქვეყნდა:

დენის შემდეგ გაძვირდა წყალიც – მრიცხველით გადამხდელი აბონენტებისთვის – 17 თეთრით, სულადობრივად გადამხდელისთვის  – 63 თეთრით – ეს ტარიფები შეეხება, თბილისსა და მცხეთას.

ტარიფები იცვლება შემდეგნაირად:

  • მ³ წყლის ფასი, 32,9 თეთრის ნაცვლად ხდება  – 50 თეთრი
  • სულადობრივი გადასახადი იზრდება 3.89 ლარიდან 4.41 ლარამდე

წყლის ტარიფი გაიზარდა რუსთავშიც, მრიცხველიანი აბონენტებისთვის – 1 თეთრით, ხოლო სულადობრივად გადამხდელთათვის – 7 თეთრით.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო, კომერციულ კომპანიებს, ისინი 4,4 ლარის ნაცვლად გადაიხდიან - 6,5 ლარს, რაც 2,1 ლარით მეტია.

ახალი ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის პირველი იანვრიდან.

წყლის ტარიფის ზრდას მარეგულირებელი კომისია პანდემიით ხსნის. წყლის კომპანიები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

მოსახლეობა წყლისა და დენის გაძვირებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ მთავრობა მათ. პირიქით გადასახადების შემცირებას დაპირდა. სალონების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაზრდილ გადასახდებს ვეღარ გადაიხდიან, მოუწევთ მომსახურეობის გაძვირება და წყლის ფასის ზრდა მათ ბიზნესს დააზარალებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი