თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ ვასილ მშვენიერაძე გახდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ ვასილ მშვენიერაძე გახდა - ინფორმაციას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ავრცელებს და მშვენიერაძის კარიერული ზრდის ქრონოლოგიას აქვეყნებს.

2017 წელს ის მოსამართლეებმა იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს 4 წლით

2017 წელს ის გახდა უვადო მოსამართლე

მოგვიანებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით, მაგრამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა

შემდგომ ის იუსტიციის საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩია, 5 წლის ვადით და ეს თანამდებობაც დატოვა

აგვისტოში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა 5 წლის ვადით და ეს პოსტიც დატოვა ვადაზე ადრე

ახლა ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა 5 წლის ვადით - წერს ჯანეზაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი