ყვარელში 43 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 43 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

ის მეზობელმა მისივე ნაკვეთში იპოვა და სამართალდამცველები გამოიძახა.

მეზობლების ინფორმაციით გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა და ამ დროისათვის სახლში რემონტი ჰქონდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ გამოძება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი