საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა. უმაღლესმა ინსტანციამ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, პირის დაკავების 12-საათიანი ვადა, თუკი ის სასამართლოს არასამუშაო დროს იწურებოდა, 48 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სამუშსაო დრო დილის 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე განისაზღვრება, ამ დროის მიღმა კი პერიოდი არასამუშაო დროდ ითვლება. ასეთი პირები პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში 2 დღით მეტს ატარებდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი მიდგომა გაუმართლებლად და დისკრიმინაციულად მიიჩნია.
სადავო ნორმები პარლამენტმა ძალადაკარგულად 2021 წლის პირველ ივნისამდე უნდა ცნოს.