დღევანდელი, 30 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 481 გახდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 118 PCR ტესტით.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 494 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 82 მილიონს გადააჭარბა- მათგან გამოჯანმრთელდა 58 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,7 მილიონზე მეტი