დაპირისპირება გიორგი "დიდუბსკის" საფლავზე - 2 დაჭრილიდან 1-ის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა გიორგი ბურდულის (დიდუბსკის) საფლავზე მეგობრების დაპირისპირების მიზეზი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ახალგაზრდების 2 ჯგუფი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა, რაც მოგვიანებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. 

საფლავეზე მყოფებიდან ერთერთმა და ამჟამად მიმალულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ გაისროლა - შედეგად დაჭრილია 2 ადამიანი, რომლებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ. 

"მთავარის" ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილეები გვიანობამდე პოლიციაში იკითხებოდნენ. 

გიორგი დიდუბსკი 2014 წელს ნეაპოლში მოკლეს. თავის საცხოვრებელ ბინაში, კომპიუტერთან მჯდომ ბურდულს სნაიპერმა ფანჯრიდან ესროლა - ტყვია თავში მოხვდა. იგი საქართველოს სასჯელაღსრულების ერთერთ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემდეგ, 2013 წლის ივნისში საბერძნეთში "მოინათლა." მისი მკვლელობის მცდელობის ერთერთ მოტივად კრიმინალურ კლანებთან კონფლიქტი სახელდება.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი