მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული ამნისტია, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილს ან მის კონკრეტულ ქვეპუნქტებს შეეხოს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
აქვე გეტყვით, რომ კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი გულისხმობს ნარკოტიკური საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერერებების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას განსაკუთრებული დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
"არსებობს კრიტიკული მოსაზრებები მე-3 ნაწილზე, ასევე განსხვავებული შეხედულებაა თვითონ მუხლის ხვადასხვა ქვეპუნქტებზე, მაგრამ გვაქვს სიღმისეული მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, რომ კანონპროექტის ტექსტში მოხვდება 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილიო ან მისი ქვეპუნქტები, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ"
აქვე, აქამდე არსებული ჩანაწერის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) პირველიდან მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული, ასევე აღნიშნული იყო, რომ პირი, რომელსაც ამ მუხლით მისჯილი ჰქონდა უვადო პატიმრობა, სასჯელი ვადიან მსჯავრად გარდაექმნება და 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდება.