ეკონომიკურადაც და მორალურადაც უნდა შემცირებულიყო ხარჯები - ეკონომისტები 2021-ის ბიუჯეტზე

გამოქვეყნდა:

რამ განაპირობა პარლამენტის ბიუჯეტის გაზრდა 4 მილიონით - ესაა ეკონომისტების მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხად "ოცნების" პოლიტიკასთან დაკავშირებული ვერსიები აქვთ.

სფეროს ექსპერტების თქმით, გაღარიბებული მოსახლეობისა და გაკოტრებული ბიზნესის ფონზე უმჯობესი იქნებოდა, მთავრობას ქამრები შემოეჭირა. 

  • "თანხა უნდა ხმარდებოდეს სოციალური ჯგუფების სიღარიბიდან ამოყვანას და ეკონომიკის ფეხზე დაყენებას, მაგრამ ნაცვლად ამისა, მიედინება პარტიული აქტივის შენახვისკენ", - ამბობს ირაკლი ყიფიანი.
  • "სწორი იქნებოდა ეკონომიკურადაც და მორალურადაც, რომ მთავრობას შეემცირებინა ადმინისტრაციული და მათ შორის პარლამენტის ხარჯები. გამოდის, რომ ის, ვინც კერძო სექტორის გაჩერების გადაწყვეტილებას იღებს, თვითონ განაგებს ბიუჯეტს", - თქვა გიგა ბედენეიშვილმა.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთპარტიულმა პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. მისი რაოდენობა 18 მილიარდ 400 მილიონია, საიდანაც 5 მილიარდი სასესხო ვალდებულებაა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი