2021 წლის ბიჯეტის მიხედვით, 4 მილიონით იზრდება პარლამენტის დაფინანსება და ამ თანხიდან 1,5 მილიონი გათვალისწინებულია ხელფასებზე.
თავის მხრივ, "ოცნების" წევრები ამტკიცებენ, რომ არც ერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული მაღალჩინოსანთა ხელფასებზე.
"შეცვლილი რეგლამენტის შესაბამისად შეიცვალა საპარლამენტო საქმიანობის ჩარჩოც. დაორგანიზდა ფრაქციების მოწყობის წესი, რასაც დასჭირდა სხვანაირი შრომითი რესურსები. არაერთი შემცირება გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით ბიუჯეტში", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
"არც ერთ მინისტრს, მოადგილეებს და თანამდებობის პირებს 1 თეთრითაც არ გაზრდიათ ხელფასი. რაზეა საუბარი, პირიქით, შევამცირეთ", - თქვა ირაკლი ზარქუამ.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტი მორგებულია კონკრეტული ჯგუფების ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებზე.
"ოცნებას" არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეები. ამ ბიუჯეტში, როგორც სარკეში, ასე ჩანს მათი პოლიტიკური ბუნება", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, რომან გოცირიძე.
ამჟამად ერთპარტიულ პარლამენტში საფინანსო-საგადასახადო კოდექსი შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.