ბათუმში "საქართველოს რკინიგზის" კუთვნილ შენობაში 20-მდე ოჯახი შეიჭრა - მათ შენობა დაატოვებინეს

გამოქვეყნდა:

გუშინ, ღამით, ხმაური იყო ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც, "საქართველოს რკინიგზის" კუთვნილ შენობაში 20-მდე ოჯახი შეიჭრა.

მათი თქმით, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქირას ვეღარ იხდიან და საახალწლოდ ქუჩაში, რომ არ დარჩენილიყვნენ ამ შენობაში შესვლა გადაწყვიტეს. ისინი ხელისუფლებისაგან ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.

"აქამდე ქირით ვცხოვრობდით, ახლა ქირის გადასახდელი ფული არ გვაქვს, სად წავიდეთ?", - ამბობს ერთერთი მოქალაქე 

ადგილზე მივიდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც, რომელმაც განუცხადა, რომ არავის მისცემდნენ სახელმწიფოს კუთვნილი შენობის დაკავების უფლებას. საბოლოოდ რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ შეჭრილებს შენობა დაატოვებინეს. 

"ამ ოჯახების პრობლემები მესმის. მაგრამ ერთადერთი, რაც არის ჩვენი ხელისუფლება იმისთვის ვართ, რომ ყველანაირი კანონიერი უფლება დავიცვათ, პირველ რიგში ადამიანების, მაგრამ ყველა ვალდებული ვართ კანონის წინაშე, რომ ეს არის კანონდარღვევა და ყველაფერზე იქნება რეაგირება მკაცრი, მაგრამ არც ერთი ოჯახში სამართლიანობის პრინციპი არ იქნება დარღვეული. ადამიანს თუ ეკუთვნის სახელმწიფოსგან დახმარება ის მიიღებს, რა პროგრამებიც აქვს სახელმწიფოს მათ მიერ გათვალისწინებული", - ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი