ბადურ ჩოფანაშვილს ჩემზე ის ალაპარაკეს, რაც სუს სჭირდებოდა - მალხაზ მაჩალიკაშვილი

გამოქვეყნდა:

ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებული ბადურ ჩოფანაშვილი თავისუფალია. თუმცა, იგივე ბრალდებით დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს 13 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრის გათავისუფლება ეჭვებს უჩენს თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილსაც. ბადურ ჩოფანაშვილსა და ზურაბ გორნაკაშვილს წინასწარი შეცნობით, ახმედ ჩატაევის, მისი დაჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა ედებოდა ბრალად. ისინი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

"ჩემს წინააღმდეგ ამდენი ტყუილების მთქმელი ადამიანი, იმ საქმის უშუალო მონაწილე დღეს ციხიდან გამოვიდა. ყველა დაკავებული პირი, რომლებიც იყვნენ უშუალოდ ჩართული ჩატაევის გადმოყვანაში, ვინც იყვნენ ჩატაევთან მჭიდრო კავშირში ისინი დღეს ციხეში არიან ხო?. ჩოფანაშვილს ალაპარაკეს იმათზე, როგორც ჩემზე, რაც მათ სჭირდებოდათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი 

როგორც მსჯავრდებულის, ზურაბ გორნაკაშვილს, ძმა "მთავარ არხთან" ამბობს, გორნაკაშვილი ახმედ ჩატაევთან თურქეთში მოტყუებით, სწორედ ჩოფანაშვილმა ჩაიყვანა. ამის შემდეგ კი გამოძიებასთან ითანამშრომლა და გორნაკაშვილისა და თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები მისცა.

"თანამშრომლობაზე დათანხმდ, ხელი მაოწერეს და როგორც მათ უნდოდათ, არასწორად ილაპარაკა იმიტომ, რომ ჩემი ძმა ახლა გარეთ უნდა ყოფილიყო. ჩემი ძმის წინააღმდეგ და მჩალიკაშვილების", - ამბობს რიზავდინ გორნაკაშვილი. 

ცნობისთვის, სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრის ლიკვიდაცია მოხდა, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.

რაც შეეხება, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირებიც აიყვანა. მათ შორის იყო ბაადურ ჩოფანაშვილიც.  

ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავებოდა. სწორედ ამ ოპერაციის დაწყებას ემსხვერპლა ვახა მაჩალიკაშვილის 19 წლის შვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი