დღევანდელი, 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 505 გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 282 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა- მათგან გამოჯანმრთელდა 58 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,8 მილიონზე მეტი.