დღევანდელი, პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 528 გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 990 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 265 პირი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა- მათგან გამოჯანმრთელდა 59 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,8 მილიონზე მეტი.