დღეს, 21:00 საათიდან კომენდანტის საათი ისევ ძალაში შედის

გამოქვეყნდა:

დღეს, პირველი იანვრის 21:00 საათიდან გარეთ გასვლა ისევ აკრძალული იქნება და მოქალაქეები გადაადგილების შემთხვევაში დაჯარიმდებიან. შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საღმოს ცხრა საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. 

აქვე გეტყვით, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა გამონაკლისის სახით, ერთი ღამით, 31 დეკემბერს მოიხსნა. იგივე გამონაკლისი იმოქმედებს 6 იანვრის ღამესაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი