პიროტექნიკით დაშავებულები, დამწვარი მანქანები და დაზარალებულები - 2021 წლის პირველი დღე

გამოქვეყნდა:

ახალი წლის ღამეს, კლინიკაში 20 ადამიანი აღმოჩნდა. დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებული 5 ბავშვი მოათავსეს. ახალი წლის ღამეს ადამიანებმა ხელებსა და სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები.

გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა თბილისში რბილი ავეჯის საწარმოს. შ.პ.ს "ბუბა ჯორჯიას" დამფუძნებლის თქმით, სავარაუდო მიზეზი საახალწლო პიროტექნიკაა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა, ცეცხლის დროული ლიკვიდირება ვერ მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონ ლარზე მეტია.

პიროტექნიკამ თბილისში ავტომანქანებიც დააზიანა.

როგორც, "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი