დღევანდელი, 2 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 572 გახდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 981 პირი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 84 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 59 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,8 მილიონზე მეტი.