მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის წინააღმდეგ Pfizer / BioNTech ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისათვის დაამტკიცა. ეს გზას უხსნის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, დაიწყონ თავიანთი მოსახლეობის იმუნიზაცია Covid-19–ის წინააღმდეგ.
გადაუდებელი გამოყენებისთვის პირველად აღნიშნული ვაქცინა ბრიტანეთში 8 დეკემბერს დაამტკიცეს, შემდეგ მალევე ამერიკაში, კანადაში და ევროკავშირში. ყველამ დაიწყო საკუთარი ვაქცინების შეძენა.
"ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი COVID-19 ვაქცინებზე გლობალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა კიდევ უფრო გლობალურ მცდელობების აუცილებლობას, რომ ვაქცინების საკმარისი რაოდენობა უზრუნველყოფილი იყოს და ყველგან დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მოთხოვნილებები", - თქვა დოქტორ მარიჯნეგელა სიმამ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანაშემწემ მედიკამენტებსა და სამედიცინო პროდუქტებზე წვდომის საკითხებში.
მაგრამ WHO მწვანე ნიშნით საზღვრავს ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი მარეგულირებელი ორგანოები, ან ვაქცინების ეფექტურობისა და უსაფრთხოების მკაცრად შეფასების საშუალება, ასე კი მათ შეუძლიათ დააჩქარონ საკუთარი დამტკიცების პროცესები და დაიწყონ ვაქცინაციის პროგრამების ამოქმედება.
არსებობს შეშფოთება ვაქცინების არათანაბარი განაწილების შესახებ, რადგან შეძლებულმა ქვეყნებმა შეიძინეს ან გააფორმეს კონტრაქტები დიდი დოზების შესაძენად.
ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, WHO–მ აღნიშნა რომ ჯგუფები, როგორიცაა UNICEF და პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაცია, ახლა შეძლებენ ვაქცინის შეძენას გაჭირვებულ ქვეყნებში.