ახალი წლის ღამეს აშშ-ში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები 2021 წლის პირველ დღეს ახალი ანტირეკორდით შეხვდა - კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

ახალი წლის ღამეს კორონავირუსით 230 982 ადამიანი დაინფიცირდა, რის შემდეგაც ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ ახალ პიკს მიაღწია. 

მხოლოდ 2020 წლის ბოლო სამ დღეში კორონავირუსით შტატების 10 000 მოქალაქე გარდაიცვალა, საერთო ჯამში - 346 000-ზე მეტი. 

ამ დროისთვის ამერიკაში 2-ჯერ მეტია დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ვიდრე მსოფლიო რეიტინგში მის ქვემოთ, მეორე ადგილზემ, მყოფ ინდოეთში. პირველი ხუთეული კი გამოიყურება ასე: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი. 

აქვე გეტყვით, რომ  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 981 პირი გამოჯანმრთელდა, 44 კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 84 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 59 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,8 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი